თავდაცვის სამინისტრომ საპენსიო უზრუნველყოფის საკითხზე საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა დაასრულა

თავდაცვის სამინისტრო გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახს უსამძიმრებს

თავდაცვის სამინისტროს რეფორმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი სამხედროების და მათი ოჯახების სოციალური უზრუნველყოფაა.

სამინისტროს ინფორმაციით, მუშაობა უკვე დასრულებულია საპენსიო კანონმდებლობის პაკეტზე, რომელიც სხვადასხვა ომებსა თუ მისიებში დაშავებული ჯარისკაცების სოციალური უზრუნველყოფის საკითხს დაარეგულირებს და სამხედროებს თანაბარ პირობებში ჩააყენებს.

საპენსიო პაკეტის დეტალებზე მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე აცხადებს, რომ კანონპროექტით არსებითად უმჯობესდება ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების სოციალური მდგომარეობა, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეების პირობები, რომლებმაც დაზიანების შედეგად შშმ პირები გახდნენ, საკანონმდებლო ინიციატივა ასევე შეეხება საბრძოლო ოპერაციების დროს მარჩენალდაკარგულ ოჯახებს.

„სულ არის სამი კატეგორია. პირველი კატეგორია არის დათხოვნილი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც იმსახურეს 20 წელი და მეტი. მათი კომპენსაცია იქნება წოდებრივი სარგოს 40%, ყოველი 20 წელს გადაცილებული ნამსახურევის წლისათვის დანამატი იქნება 2,5%. მათთვის, ვისაც ნამსახურევი აქვს 30 წელი და მეტი, კომპენსაცია იქნება წოდებრივი სარგოს 65%. მაგალითისათვის, თუ დღეს ლეიტენანტისათვის კომპენსაცია არის 225 ლარი, კანონის მიღების შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუ ლეიტენანტს აქვს ნამსახურევი 20 წელი, ეს იქნება 468 ლარი, ანუ გაცილებით მეტი. მეორე კატეგორიაში არიან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები. ამ შემთხვევაშიც იზრდება კომპენსაცია და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის დადგენის შემთხვევაში ეს არის წოდებრივი სარგოს 60%. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების დადგენის პირობებში – წოდებრივი სარგოს 75%. მაგალითად, თუ პოლკოვნიკის ამჟამინდელი კომპენსაცია არის 365 ლარი, კანონის მიღების შემდეგ, შესაბამისად იქნება 1920 ლარის 65 და 70%. ბოლო კატეგორია გახლავთ მარჩენალდაკარგული პირები. თუ ოჯახის ერთ წევრზე არის საუბარი, ეს არის მთლიანი თანხა 338 ლარი და ამას ყოველი მომდევნო ოჯახის წევრზე ემატება 338 ლარის 30%“,- განმარტა ბესიკ ლოლაძემ.

banner
წინა სტატიაშიიური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს 12 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
შემდეგი სტატია,, მობილური ტელეფონების ნომრები იგივე გვაქვს ვფიქრობთ, ღირებულებებიც”