თავდაცვის სამინისტრომ პროფესიულ სასწავლებლებთან მემორანდუმი გააფორმა

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 19, 2017 11:04

თავდაცვის სამინისტრომ პროფესიულ სასწავლებლებთან მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი პროფილის მქონე სამხედრო მოსამსახურეები მომზადებას პროფესიულ ცენტრებში გაივლიან. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თანამშრომლობის ფარგლებში, საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფებიდან სამხედრო მოსამსახურეები შემდუღებლის, ელექტრიკოსის, ტექნიკოსის, ძრავის სპეციალისტის, მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორისა და სხვა სპეციალოებებს დაეუფლებიან.

ამ მიზნით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ პროფესიულ კოლეჯებთან „სპექტრი“ და „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

პროფესიულ სასწავლებლებში სამხედრო მოსამსახურეების მომზადება ფინანსური რესურსის დაზოგვასა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფების ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 19, 2017 11:04