“თავდაცვის სამინისტროდან 1200-მდე ადამიანის განთავისუფლებაა დაგეგმილი”

თავდაცვის სამინისტროდან 1200-მდე ადამიანის განთავისუფლებაა დაგეგმილი- ამ განცხადებას უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე გაზეთ “რეზონანსთან” ინტერვიუში აკეთებს. მისი განცხადებით, ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური ფონია და ამ ფონზე ქვეყანას ბანკირები მართავენ. ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ქვეყანაში საბანკო-საკრედიტრო დიქტატურაა:

“ქვეყანაში უმძიმესი ფონია, რომელიც ყოველდღიურადუფრო მძიმდება და გამოუსწორებლად დიდ ზიანს გვაყენებს. სწრაფი ეკონომიკური განვითარება, რომელიც “ქართული ოცნების”მთავარი დაპირება იყო, ვერ ხორციედება. ქვეყანაში საბანკო-საკრედიტრო დიქტატურა გვაქვს. ამის ხმამაღლა თქმა არ მერიდება-ქვეყანას რეალურად ბანკირები მართავენ, საქართველოში საბანკო დიქტატურაა. ამ ფონზე, საჯარო სექტორში, რომელიც ადამიანების დასაქმების მთავარი წყაროა, სამუშაო ადგილები მცირდება. მაგალითად, თავდაცვის სამინისტროდან 1200-მდე ადამიანის განთავისუფლებაა დაგეგმილი…გარკვეული ინფორმაციები მომდის, როგორც უფლებადამცველს, ხალხი მირეკავს, თავის პროტესტს გამოთქვამს და ა.შ.ახალმა ხელისუფლებამ ძალიან მძიმე რეფორმების განხორციელებაზე აიღო პასუხისმგებლობა…დარწმუნებულიიყავით, რომ იმ 1200 ადამიანიდან, რომელსაც მალე თავდაცვის სამინისტროშ შეამცირებენ, ყველას სესხი აქვს აღებული და მათთვის განთავისუფლება, უბრალოდ, კატასტროფის ტოლფასი იქნება, თუმცა ამას არავინ დაგიდევთ.შემცირებები უკვე დაწყებულია. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ კიდევ უფრო მწვავე გადაწყვეტილებები მიიღო, რომელთაც არ აჟღერებს”- აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე “რეზონანსთან” ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაშითბილისში საახალწლო ღონისძიებებისთვის მილიონ 487 ათასი ლარი დაიხარჯება
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში, დედაქალაქის სხვადასხვა ადგილებში 80 ათასამდე ხე დაირგო