თავდაცვის სამინისტრო: ვანო ნადირაძე არ ირიცხება უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში

ანტიტერორისტული ოპერაციის (АТО) მოხალისე ვანო ნადირაძე, რომელიც გაძევებულ იქნა უკრაინიდან, ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალების რიგებში არ ირიცხება. ამის შესახებ იუწყება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური. როგორც ცნობაშია ნათქვამი, ნადირაძეს არ გააჩნია საომარი მოქმედებების მონაწილის სტატუსი.
შეგახსენებთ, 17 ნოემბერს კიევში დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე: ვანო ნადირაძე, თამაზ შავშიშვილი (მიხეილ სააკაშვილის პირადი ოპერატორი), ეროვნული გვარდიის ინსტრუქტორი მამუკა აბაშიძე და მიხეილ სააკაშვილის დაცვის თანამშრომელი ზურაბ ცინცაძე.
იმავე დღეს უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ “სამშობლოში იძულებითი წესით დააბრუნეს 8 ქართველი, რომელთა საქმიანობა ეწინააღმდეგებოდა უკრაინის ეროვნული ინტერესებს”.

banner
წინა სტატიაშიეროვნული ვალუტა კვლავ გაუფასურდა – 1 დოლარის ღირებულება 2.7060 ლარი გახდა
შემდეგი სტატიაშავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამერიკის მცოდნეები კონფერენციას გაიმართა