თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მარშის შექმნაზე კონკურსს აცხადებს

საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამხედრო მარშის შექმნაზე კონკურსი ცხადდება.

როგორც თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განმარტავენ, საუკეთესო მარში 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მიერ შესრულდება.

შეიარაღებული ძალების სამხედრო მარშის შექმნაზე კონკურსს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით აცხადებს. მისი მიზანი ქართული სამხედრო სასულე მუსიკის განვითარება და ტრადიციების ჩამოყალიბებაა.

კონკურსის პირობების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე:

http://mod.gov.ge/assets/up-modul/uploads/post_1/konkursi_samxedro_marSis_Seqmnaze/მარშის_კონკურსის_დებულება_saboloo.PDF

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძემ ალიანსში აქტიური მხარდაჭერისთვის თურქ კოლეგას მადლობა გადაუხადა
შემდეგი სტატიასაქართველოსა და თურქეთის პრემიერები სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველ შეხვედრას გამართავენ