თავდაცვის სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, რომ გიორგი შენგელიას ოჯახის წევრებს შემთხვევის ადგილი დაათვალიერებინოს

თავდაცვის სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, რომ „კრწანისის“ სასწავლო ცენტრში მომხდარი შემთხვევის დროს გარდაცვლილი გიორგი შენგელიას ოჯახის წევრებს სურვილის და ინტერესის შემთხვევაში მისცეს ინფორმაცია მომხდარზე, ასევე დაათვალიერებინოს შემთხვევის ადგილი, სამართალდამცავების მოქმედების არეალი და მათ ყველა კითხვას ადგილზე გასცეს პასუხი, – ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სამინისტრო წინააღმდეგი არ არის, დაინტერესების შემთხვევაში, საქმეში ჩაერთონ დამოუკიდებელი ექსპერტები და ჩატარდეს ალტერნატიული ექსპერტიზა.

“ამ დროისთვის საქმეზე გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, მათ შორის, დგინდება იმ პირთა წრე, ვისთან ერთადაც მოქმედებდა ბაზის ტერიტორიაზე შეჭრილი გ.შ., რომლის ცხედარიც შემთხვევის ადგილიდან 97 მეტრში, მას შემდეგ, რაც განხორციელდა შიდა პერიმეტრის დათვალიერება, ბაზასა და დასახლებას შორის არსებულ პერიმეტრზე იქნა აღმოჩენილი”, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის სამინისტრო მორიგ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაწმენდა თავისუფალ დემოკრატებში – საარჩევნო კომისიებიდან 385 წევრი გამოიწვიეს