თავდაცვის სამინისტრო მფრინავ ეკა ქვლივიძის წინააღმდეგ სარჩელს სასამართლოდან გამოითხოვს

საქართველო თავდაცვის სამინისტრო მფრინავ ეკა ქვლივიძის წინააღმდეგ სარჩელს სასამართლოდან გამოითხოვს.

როგორც თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან და გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან შეხვედრის შემდეგ ეკა ქვლივიძემ განცხადა, შეთანხმება მიღწეულია და მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა.

ქვლივიძის თქმით, საქმიანობას სამოქალაქო ავიაციაში მფრინავი ინსტრუქტორის პოზიციაზე გააგრძელებს და ასევე იმუშავებს თავდაცვის სამინისტროს აკადემიაშიც.

„გამოვხატავთ კმაყოფილებას, რომ ეს შეხვედრა შედგა, მქონდა საშუალება, განგვეხილა არსებული პრობლემები. მოლაპარაკების შედეგად ორივე მხარის პოზიცია იქნა გათვალისწინებული და თავდაცვის სამინისტრო თავის მხრივ, სარჩელს გამოიტანს, პარალელურ რეჟიმში მე სამოქალაქო ცხოვრებაში ჩემი კვალიფიკაციის შენარჩუნების მიზნით, მექნება საშუალება, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში სამოქალაქო განხრით ვიფრინო. მზაობა გამოვხატე, რომ გორში სამხედრო აკადემიაში, როგორც მოწვეული სპეციალისტი ლექციები ჩავატარო. როგორც კი საშუალება იქნება თავდაცვის სამინისტროს დავბრუნდები და აღვდგები როგორც სამხედრო კადრი“, – განაცხადა ეკა ქვლივიძემ.

ქვლივიძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებდა, რის შემდეგაც უწყებამ მფრინავთან დაკავშირებით 27 მარტს განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეკატერინე ქვლივიძეს სამსახურის პერიოდში დისკრიმინაციის შესახებ არ განუცხადებია, პრეტენზიები სამინისტროს მიერ სარჩელის შეტანის შემდეგ დააფიქსირა.

banner
წინა სტატიაში“მთავრობის მიმართვის საფუძველზე კანონპროექტი განმეორებით მესამე მოსმენაზე გავა” – განათლების მინისტრის მოადგილე გამოცდების გაუქმების შესახებ კანონპროექტის ჩავარდნაზე საუბრობს
შემდეგი სტატიადეპუტატ შოთა შალელაშვილის განცხადებით, საბანკო რეგულაციებმა პრობლემები მაღალი შემოსავალის მქონე მოქალაქეებსაც შეუქმნა