თავდაცვის სამინისტრო კრივი-რიჰისა და ნიკოლაევის მიმართულებით საბრძოლო მოქმედებების გააქტიურებას ელის

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო კრივი-რიჰისა და ნიკოლაევის მიმართულებით ბრძოლების გააქტიურებას ელის. ამრიგად, დამპყრობლები აპირებენ შევიდნენ ხერსონის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა პოლკოვნიკმა ალექსანდრე მოტუზიანიკმა კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„სავარაუდოა, რომ საომარი მოქმედებები გაძლიერდება კრივი-რიჰისა და ნიკოლაევის მიმართულებებში ოსოკოროვკას, ტრუდოლიუბოვკას, ნოვოვორონცოვკას, ასევე, პრავდინოსა და ტავრიჩესკის რაიონებში. ოკუპანტის მიზანია ხერსონის ადმინისტრაციულ საზღვრებამდე მისვლა“, – ხაზგასმით აღნიშნა მოტუზიანიკმა.

მისი თქმით, მტერი ავსებს საბრძოლო მასალას.

კრივოი-როგში რაშისტების შესაძლო თავდასხმის შესახებ მერმა ადრე გააფრთხილა.

მისი თქმით, ქალაქის ირგვლივ უკვე აშენებულია თავდაცვა და დამცველები მზად არიან ნებისმიერი სცენარისთვის..

banner
წინა სტატიაშიმარიუპოლში, „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანაში 600-ზე მეტი დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქე და მებრძოლი მედიკამენტების გარეშეა დარჩენილი
შემდეგი სტატიაბულგარეთისთვის გაზის შეწყვეტა შანტაჟი არაა და ეს გამოწვეული იყო “არამეგობრული ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ არამეგობრული ნაბიჯებით ეკონომიკისა და ფინანსურ სექტორში” – პესკოვი