თავდაცვის სამინისტრო „ჰაუპტვახტების“ გაუქმებას გეგმავს

თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის ინფორმაციით, უწყება პარლამენტში ახალ საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენს, რომელიც „ჰაუპტვახტების“ გაუქმებას ითვალისწინებს.

საუბარია ნაკლებეფექტური ადმინისტრაციული პატიმრობის გაუქმებაზე. თავდაცვის სამინისტრო 6-თვიანი კვლევის შემდეგ საკანონმდებლო ცვლილებებს აპირებს, რომელიც განაწესის და დიციპლინის დამრღვევი სამხედრო-მოსამსახურეების მიმართ ფინანსური სანქციების გამკაცრებას გულისხმობს.

„ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საჭიროა სწრაფი, ეფექტიანი და მკაცრი პრევენციული ზომების მიღება, რათა გადაცდომების შემთხვევები მინიმუმამდე დავიყვანოთ. სამხედრო-მოსამსახურეებს უნდა ჰქონდეთ იმის შეგრძნება და მოლოდინი, რომ დარღვევებზე სასჯელი სერიოზული იქნება. ჯარში არავითარი ადმინისტრაციული პატიმრობა აღარ იარსბებს. „ჰაუპტვახტები“ არ არის ეფექტური სანქცია, ამიტომ მის გაუქმების პარალელურად, გამკაცრდება ფინანსრული სანქციები იმ გადაცდომებზე, რომლისთვისაც დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენება“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაჯაგირაშვილი: რ2 ჟურნალისტები არ დაიჩაგრებიან არც გვარამია დარჩება უმუშევარი (ვიდეო)