თავდაცვის სამინისტრო გარდაცვლილ სამხედროსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გორში გარდაცვლილ სახმხედროსთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს, პირველი ქვეითი ბრიგადის მე-16 უზრუნველყოფის ბატალიონის, სამედიცინო ასეულის ფარმაცევტის, კაპრალ მარიკა გელაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს.

კაპრალი მარიკა გელაძე დღეს დილით გორში, 112-ის სამაშველო ბრიგადამ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი აღმოაჩინა. გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. მიმდინარეობს ექსპერტიზა, სისხლის სამართლის საქმე აღრულია სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს“- აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში(video) დაპირისპირება ,,რუსთავი-2″ ის მხარდამჭერ აქციაზე
შემდეგი სტატია“მახსენდება ერთი ანეკდოტი, მოიტა ნასოსიო” – მურუსიძე მოსამართლე ნაზღაიძის საქმეზე