“თავდაცვის სამინისტრო არ ავრცელებს იმ მონაცემს, თუ სად დააფიქსირა რუსული ვერტმფრენი და თვითმფრინავი”

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, რუსეთის მხარის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს ეხმაურება.

როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ის ინფორმაცია, რაც რუსული ვერტმფრენისა და უპილოტო თვითმფრინავის ფრენასთან დაკავშირებით გავრცელდა, თავდაცვის სამინისტროს არ ეკუთვნის.

მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ ფაქტის დადასტურება მოახდინა.

“ის ინფორმაცია, რაც ვერტმფრენისა და უპილოტო თვითმფრინავის ფრენასთან დაკავშირებით გავრცელდა, ეს არ იყო თავდაცვის სამინისტროსგან მოწოდებული ინფორმაცია. თავდაცვის სამინისტრომ ამ ორი ფაქტის არსებობა უბრალოდ დაადასტურა, მაგრამ ის მონაცემები, რაც გავრცელდა, თავდაცვის უწყებიდან არ გავრცელებულა. შესაბამისად, ჩვენ იმ მონაცემებს არ ვავრცელებთ, თუ სად, როგორ დააფიქსირა თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნული ვერტმფრენი და უპილოტო თვითმფრინავი”, – განაცხადა დავით ებრალიძემ.

შეგახსენებთ, რომ 10 დეკემბერს რუსეთის მხრიდან საქართველოს საჰაერო სივრცე 2-ჯერ დაირღვა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიასიღნაღში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ცეცხლს 4 სახანძრო ბრიგადა აქრობს