“თავდაცვის მინისტრს პარტნიორებთან მოლაპარაკებები დაევალა”

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ირინე იმერლიშვილის განცხადებით, უშიშროების საბჭოზე თავდაცვის სამინისტროს სამშვიდობო მისიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მისაღებად შესაბამისი მანდატი მიენიჭა.

როგორც იმერლიშვილმა უშიშრების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, საბჭომ ორი საკითხი განიხილეს.

“ერთი იყო თავდაცვის მინისტრის მოხსენება რაც შეეხებოდა საერთაშორისო მისიებში ჩვენი კონტიგენტის მდგომარეობას. თავდაცვის მინისტრი ცოტა ხნის წინ ჩამობრძანდა ავღანეთიდან და მოგეხსენებათ, ჩვენ ამ წლის ბოლომდე გვაქვს მისია. მომავალი წელი, სამშვიდობო მისიის გადახედვის წელი იქნება, მათ შორის სხვა ქვეყნებისთვისაც. მისიებში რა იქნება, როგორ იქნება, ამას სჭირდებოდა მანდატი უშიშროების საბჭოდან, რომ შემდგომში გაეგრძელებინა მოლაპარაკებები. რაც შეეხება მეორე საკითხს, ეს გახლავთ მზადება ნატო-ს ვარშავის სამიტისთვის. ჩვენ აქ შევჯერდით პოზიციებზე და უმთავრესად და ვისაუბრეთ მომავალ მინისტერილაზე, რომელიც სულ მალე, 10-11 თებერვალს გაიმართება. ასევე ვისაუბრეთ, რომ აუცილებელია ნატო-სთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა, უფრო მეტად მიახლოება და ნატო-სთან მეტად ინტერგაცია. თავდაცვის მინისტრს დაევალა, რომ მოლაპარაკებები და საუბრები გააგრძელოს”,-განაცხადა იმერლიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“პანკისში მოსახლეობა კონტროლის ქვეშ არის”
შემდეგი სტატია“სამხედროების დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში, ხელი არავის დაეფარება”