თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად ჯუანშერ ბურჭულაძე წარადგინეს

ქართულმა ოცნებამ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის მოქმედი მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე წარადგინა. ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა მმართველი გუნდის ოფისში გამართული პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

“თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ჯუანშერ ბურჭულაძე დაიკავებს, რომელიც სხვადასხვა დროს მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. მას კარგი გამოცდილება აქვს და წარმატებული მენეჯერია. მჯერა, რომ იქნება წარმატებული თავდაცვის მინისტრი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ თავდაცვის მინისტრის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა, რომელიც მანამდე თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გაბუნიას საქმე – სასამართლომ “ვასამბეკ ბოკოვი” დამნაშავედ ცნო
შემდეგი სტატიასაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე იქნება