თავდაცვის მინისტრმა სენაკის სამხედრო ბაზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა

თავდაცვის მინისტრი დასავლეთ საქართველოში მდებარე სამხედრო ბაზებზეინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე ეცნობა.

დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა სენაკში,მეორე ქვეით ბრიგადაში მიმდინარე და დასრულებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებიდაათვალიერა. სენაკში უკვე დასრულებულია მე-2 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიისა და საცხოვრებელი კორპუსების პერიმეტრის შემოღობვა, ასევე, ყაზარმების ფასადებისა და სახურავების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები.

ამ ეტაპზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რემონტდება 6 ყაზარმა, რაც გულისხმობსა ხალი საპირფარეშოების, საშხაპეების, პირსაბანების და სამრეცხაოების მოწყობასა დასრულად აღჭურვას, ასევე კონდიცირება-ვენტილაციის სისტემების მოწყობას, ოთახებშიიატაკების, კედლებისა და ჭერის განახლებას, განათებისა და კავშირგაბმულობის სისტემების, კანალიზაციისა და სხვა საინჟინრო ქსელების რეაბილიტაციას და ფასადების რემონტს.

ამავე ტერიტორიაზე მიმდინარეობს ბრიგადის შტაბის შენობის სარემონტო სამუშაოები და 2 სტადიონის მოწყობა.

მინისტრის თქმით, მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები თავდაცვის ძალებში არსებულ ყველა სამხედრო ბაზაზე წლის ბოლომდე დასრულდება და სამხედროები სამსახურს ნატოს სტანდარტების თანამედროვე გარემოში განაგრძობენ.

banner
წინა სტატიაშიევროპული საქართველო თბილისში მხარდამჭერებთან საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეხვედრას მართავს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია: კარგად მესმის რას განიცდის დღეს თითოეული პოლიციელი, მათი ღირსების საკითხია, დადონ ის შედეგი, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები ელოდებიან