თავდაცვის მინისტრმა პრეზიდენტის გამოსვლა დადებითად შეაფასა

თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა შეაფასა. თინა ხიდაშელმა სამხდროებზე საუბრისთვის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.

„საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, პრემიერმინისტრი, პრეზიდენტი რომლებსაც ერთგვაროვანი ხედვა აქვთ იმის შესახებ, რომ ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევადობისთვის, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის, ქვეყნის უსაფრთხოების უფრო მეტად სიმტკიცისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს საერთაშორისო უსაფრთხოების მონაწილე,“- განაცხადა თინა ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტრმა ცენტრალურ აფრიკაში ქართველ სამხედროებზე გავრცელებულ სკანდალზე აღნიშნა, რომ გამოძიება მიმდინარეობს და პროცესი ღია იქნება, თუმცა გვარების გარეშე, რადგან უდანაშაულობის პრეზუმცია დაცული ინდა იყოს.

თინა ხიდაშელი იზიარებს პრეზიდენტის სიტყვებს მედიათავისუფლებაზე. უკანონო მოსმენებზე კი მინისტრი მიიჩნევს, რომ ქვეყანას საკმაოდ კარგი კანონმდებლობა აქვს.

ხიდაშელი პრეზიდენტს სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ეთანხმება და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა და ის უნდა გაგრძელდეს.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის გამოსვლა უფრო მკაფიო უნდა ყოფილიყო – გიორგი ვოლსკი
შემდეგი სტატიაბესიკ ხარძინის მკვლელობის საქმის პროცესი გადაიდო