თავდაცვის მინისტრმა პირველი შეხვედრა საქართველოში ნატოს წარმომადგენლებთან გამართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის რანგში, ლევან იზორიამ პირველი შეხვედრა საქართველოში ნატოს წარმომადგენლობასთან გამართა. მინისტრის შეხვედრა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელ უილიამ ლაჰიუსთან გაცნობითი ხასიათის იყო. ნატოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელი ტორსტენ კიოლერი; ხოლო ქართული მხრიდან – საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი. სტუმრებმა ლევან იზორიას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს პროფესიულ საქმიანობასა და პარტნიორულ ურთიერთობებში.
მხარეებმა ნატო-საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები, პარტნიორობის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულელების განხორციელების პროცესი და საქართველოსთვის 2014 წლის უელსის სამიტზე მინიჭებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული მიმართულებები განიხილეს.

როგორც ნატოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს და მზად არიან, დახმარება გაუწიონ რეფორმების განხორციელებაში.

შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა ნატო-საქართველოს პარტნიორობის ფარგლებში აღებული ვალდებულებების წარმატებით განხორციელების მნიშვნელობას. მინისტრის განცხადებით, ქართული სამშვიდობო კონტინგენტი გააგრძელებს ნატოს ეგიდით მიმადინარე მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობას და გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში თავისი წვლილის შეტანას. ასევე შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს სამომავლო გეგმები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შემოდგომაზე დაგეგმილ ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტზე საქართველოში და ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ფარგლებში, მიმდინარე წლის ნოემებრში დაგეგმილ პირველ ნატო-საქართველოს სწავლებაზე.

შეხვედრაზე მინისტრმა ნატოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახავილა ყურადღება, რაც განამტკიცებს ქვეყნის თავდაცვისუნარიაონობას, ხელს უწყობს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის პროცესს ალიანსის მოთხოვნების შესაბამისად და ამაღლებს ნატოსთან ურთიერთავსებადობას: „სიმბოლურია, რომ პირველი შეხვედრა, როგორც მინისტრის რაგში მქონდა ნატოს წარმომადგენლობასთან საქართველოში. ნატოსთან პარტნიორობა პრიორიტეტულია ჩვენი ქვეყნისთვის, მისი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის თვალსაზრისით, თუმცა ჩვენ უკვე ვართ ამ სტანდარტების თავსებადი ქვეყანა, რაც უელსის სამიტზე აღიარებული იქნა. ამას ვაძლიერებთ და აქედან გამომდინარე, იმ ქვეყნების რიგში ვართ, რომელბსაც ინტენსიური პარტნიორობა აქვთ ნატოსთან, სხვა ოთხ ქვეყანასთან ერთად.“

შეხვედრის შემდეგ საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისი ხელმძღვანელმა, უილიამ უილჰიუმ განაცხადა, რომ ნატოს გუნდთან ერთად მზადაა, გააგრძელოს საქართველოს თავდაცვის სამინიტროს მხარდაჭერა,უკვე დაწყებული წარმატებული რეფორმების განხორციელების პროცესში. “ჩვენ ეს-ესაა დავასრულეთ პირველი ფორმალური შეხვედრა ახლად დანიშნულ თავდაცვის მინისტრთან და მოხარულები ვართ რომ მოგვეცა ახალ გუნდთან მუშაობის საშუალება. შეხვედრაში ნატოს სამოკავშირეო ოფისის წარმომადგენლები მონაწილეობენ. გვუსრს გავახმოვანოთ ჩვენი მთავარი გზავნილი იმის შეხებ, რომ ჩვენი გუნდი გვედში უდგას საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე.“

banner
წინა სტატიაში„თელასი“ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობას ეწინააღმდეგება
შემდეგი სტატიაარასამთავრობო ორგანიზაციები ევროსასამართლოში წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესს უარყოფითად აფასებენ