თავდაცვის მინისტრმა ლატვიის რესპუბლიკის ელჩს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ლატვიის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ჯუანშერ ბურჭულაძემ ინგრიდა ლევრენსს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ლატვიის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„შეხვედრაზე საქართველოსა და ლატვიას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მჭიდრო და წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება. ჯუანშერ ბურჭულაძემ ლატვიელ დიპლომატს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელებასა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) ლატვიის მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსთან, შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილეს და ყურადღება ნატოს ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.

შეხვედრას ლატვიის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ილმარს ძენევსი დაესწრო“,- ნათქვამია ინფორმაციაშია.

banner
წინა სტატიაშიჯანმო ექთნის გარდაცვალებაზე – ვსწავლობთ ყველა შემთხვევას, რომელიც სავარაუდოდ უკავშირდება ვაქცინას
შემდეგი სტატიაNDI-ის კვლევა – მთავარი გამოწვევა ვაქცინაციის პროცესისადმი ნდობის გამყარება იქნება