თავდაცვის მინისტრმა ერთწლიანი ანგარიში წარადგინა

თავდაცვის მინისტრმა ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა და უწყების მიერ განხორციელებული სამუშაოები შეიარაღებული ძალების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნო. ლევან იზორიას თქმით, ქართული მხარე საფრანგეთისგან ანტისაჰაერო თავდაცვით სისტემებს შეიძენს.

„წელს გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი და მიღწევები. ეს უკავშირდება პირველ რიგში ნატოს სტანდარტების რეალიზებას, განსაკუთრებით თავდაცვის ბიუჯეტიდან 20 პროცენტი პირველად წელს მივმართეთ შეიარაღებაზე, რის საფუძველზეც ვყიდულობთ თანამედროვე ტექნოლოგიების სისტემებს. განსაკუთრებით აღვნიშნავთ, ანტისატანკო სისტემას, რომელიც წლის დასაწყისში შევიძინეთ. ამ საღამოს მივემგზავრები საფრანგეთში, რათა ხვალ გაფორმდეს ახალი კონტრაქტი ასევე ახალი საჰაერო სისტემის შესყიდვებთან დაკავშირებით ფრანგულ მხარესთან,“- განაცხადა იზორიამ.

banner
წინა სტატიაშიმეუფე შიო : ნიკა რურუა სხვა ადამიანი იყო, რომელიც სადაც არ უნდა წასულიყო, ყველგან დიდ წარმატებას მიაღწევდა
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება