თავდაცვის მინისტრმა 2017 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ “არმიჰოლში” თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს სამინისტროს 2017 წლის ანგარიში წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ჩვენი მიზანია სამხედრო განათლების, სამხედრო წვრთნებისა და სწავლების ეფექტიანი სისტემის უზრუნველყოფით, საერთაშორისო პროექტების, განსაკუთრებით SNGP-სა და GDRP-ის სინქრონიზებით, საერთაშორისო მისიებში მიღებული გამოცდილებით, ეროვნული თავდაცვითი რესურსების მობილიზებით, ადეკვატური დაფინანსებითა და საერთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურებით, საქართველოს თავდაცვითი მზადყოფნის გაძლიერება, ქართული შეიარაღებული ძალების ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის გაზრდა და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა“ – განაცხადა იზორიამ.

თავდაცვის მინისტრის მოხსენების მიხედვით, 2018 წლის მთავარ გეგმებს შორისაა ანტისატანკო სისტემების, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის და საჰაერო შესაძლებლობების გაზრდა, აშშ-სთან ერთად საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელება და ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელება.

რაც შეეხება 2017 წელს, ლევან იზორიამ მთავარ მიღწევად თავდაცვის ბიუჯეტის ადეკვატურად გადანაწილება და დაბალანსება, რომლის 18 პროცენტიც აღჭურვილობასა და შეიარაღებაზე დაიხარჯება, საქართველოში გამართული საერთაშორისო სამხედრო სწავლებების მასშტაბების მზარდი დინამიკა, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული მაღალი დონის ოფიციალური ვიზიტები და საერთაშორისო ღონისძიებები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე ინიციატივები, ასევე ტოტალური თავდაცვის კონცეფციის შემუშავება და რეზერვისა და მობილიზაციის ახალი სისტემის შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა გამოყო.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულია და მსოფლიო უსაფრთხოებაში კონტრიბუციას გააგრძელებს.

banner
წინა სტატიაშისაახალწლო დღესასწაულებზე რკინგიზა დამატებით მატარებლებს დანიშნავს
შემდეგი სტატიაავარია ქობულეთში – სოფელ ბობოყვათში მსუბუქი ავტომობილი 8 წლის ბავშვს დაეჯახა