თავდაცვის მინისტრის მოადგილედ ზაალ კაპანაძე დაინიშნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას მოადგილედ ზაალ კაპანაძე დაინიშნა.

ზაალ კაპანაძის დანიშვნას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოაწერა ხელი.

თავდაცვის მინისტრის მოადგილე საქართველოს შსს აკადემიის პრორექტორი იყო.

ზაალ კაპანაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა შსს აკადემიის ლოჯისტიკის სამსახურის უფროსად, შსს აკადემიის სამეურნეო სამსახურის უფროსად, შსს აკადემიის სამეურნეო განყოფილების უფროსად, ასევე ზესტაფონის კვების პროდუქტების „ბუნებრივი საღებავის“ ქარხნის დირექტორად.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: ეროვნული ბანკი შეგნებულად თუ შეუგნებლად ლარის მართვად გაცვლით კურსზე გადავიდა
შემდეგი სტატია“პარტიზანი მებაღეები” მერის გადადგომას არ მოითხოვენ