თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, მრავალშვილიანი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს ბინა გადაეცემა

თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას გადაწყვეტილებით რვაშვილიანი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს საჩუქრად ბინა გადაეცემა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მრავალშვილიანი სამხედრო მოსამსახურის, კაპიტან ბესიკ მელიქიძის ოჯახს ლევან იზორია ახალქალაქში ესტუმრა.

„ქართველ ოფიცერს მეშვიდე და მერვე შვილები, ტყუპი ქალ-ვაჟი შეეძინა. ოჯახის გაცნობისა და კაპიტან მელიქიძესთან გასაუბრებისას, მინისტრმა ადგილზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ თავდაცვის უწყება მის ოჯახს ბინას შეუძენს.

კაპიტანი ბესიკ მელიქიძე წარმოშობით ჯავახია. ის ამჟამად ახალქალაქშია მივლინებული და ოჯახთან ერთად ქირით ცხოვრობს.

კაპიტანი მელიქიძე საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე, სამხედრო ნაწილის დაცვასა და უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. ამავე დროს, არის ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის ტაძრის სტიქაროსანი, ასევე მონაწილეობს ჯავახეთში სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების კუთხით დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების განხორციელებაში“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიტყუპ და-ძმაზე ძალადობის ბრალდებით ძიძა დააკავეს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი : პარტნიორებთან შეხვედრები საინტერესო შესაძლებლობებს იძლევა ჩვენი საერთაშორისო დღის წესრიგის წინ წაწევისთვის