თავდაცვის მინისტრი ჟურნალისტებს – აღნიშნულ მოვლენებს ნუ აიგივებთ იმასთან, რაც ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს

აღნიშნულ მოვლენებს ნუ აიგივებთ იმ მოვლენებთან, რაც ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, როდესაც აუპატიურებდნენ ადამიანებს, იწერდნენ, შემდგე მათ აშანტაჟებდნენ და არ არის გამორიცხული, რომ იგივე ხალხი ჰყავდეთ დღესაც დაშანტაჟებული, – ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ჟურნალისტებთან საუბრისას.

ჟურნალისტის კითხვაზე, ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ სავარაუდოდ, იგეგმებოდა კარტოგრაფ ივერი მელაშვილის ლიკვიდაცია და ზოგადად მნიშვნელოვანია თუ არა ამ ჩანაწერების გამოძიება, მინისტრი პასუხობს, რომ აღნიშნულ საქმეს კვალიფიკაცია წინასწარ არ უნდა მიეცეს.

“რა თქმა უნდა, სამართლებრივ ჭრილში ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ ნუ აძლევთ თქვენ კვალიფიკაცის დანაშაულს წინასაწარ. ჩვენი საზოგადოებრივი ვალია, რომ ყველა მხარეს ადამიანის უფლებები დავიცვათ. კვალიფიკაციას ნუ მივცემთ სისხლის სამართლის დანაშაულის არსებობის ნიშნებს. ვინ ჩაიდინა დანაშაული ამას დაადგენს სასამართლო და ბრალდების მხარე ბრალს წაუყენებს. თუ თქვენ ახლა, ამის გამოყენება გნებავთ წინასწარ საარჩევნოდ და ეს გინდათ შეადაროთ გაუპატიურებული ხალხის ჩაწერას ეს არის რადიკალურად, არსებითად სხვადასხვა შემთხვევა”, – განაცხადა ბურჭულაძემ.

მინისტრიის თქმით, სამართლებრივ ჭრილში დანაშაულზე პასუხი ყველამ უნდა აგოს.

“რაც შეეხება წინასაარჩევნოდ ამ რიტორიკის გამოყენებას, აღნიშნულ მოვლენებს ნუ აიგივებთ იმ მოვლენებთან, რაც ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, როდესაც აუპატიურებდნენ ადამიანებს, იწერდნენ, შემდგე მათ აშანტაჟებდნენ და არ არის გამორიცხული, რომ იგივე ხალხი ჰყავდეთ დღესაც დაშანტაჟებული. თქვენ ნუ მისცემთ სამართლებრივ კვალიფიკაციას მოვლენებს, ამისთვის არსებობს კომპეტენტური უწყებები და ისინი მისცემენ ამას კვალიფიკაციას”, – განაცხადა ბურჭულაძემ.

თავდაცვის მინისტრის შეფასებით, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიებას უნდა დაველოდოთ თუ არსებობს დანაშაულის ნიშნები. “ნუ აიგივებთ ამ მოვლენებს იმ მოვლენებთან, რასაც სჩადიოდა წინა ხელისუფლება”, – განაცხადა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ჯუანშერ ბურჭულაძემ.

banner
წინა სტატიაშიპირებს, რომლებიც სუს-ის უკანონო ჩანაწერებში ფიგურირებენ, GDI იურიდიულ დახმარებას სთავაზობს
შემდეგი სტატიაარც მისვლას ვაპირებ, ვერც მიმიყვანთ – სასამართლოში დღეს ელენე ხოშტარიას პროცესია ჩანიშნული