თავდაცვის მინისტრი პრეზიდენტის მხრიდან, წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის ნიშნებს ხედავს

თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ის, რომ “რესპუბლიკური პარტიის” მიმართ, ბოლო დროს ბევრი კრიტიკა ისმის, არ ნიშნავს, რომ პარტიას თანამოაზრეები აღარ ჰყავს.

“არ ვფიქრობ, რომ “რესპუბლიკელები” დავრჩით მარტო. პრემიერს დავესესხები, წინასაარჩევნო კომპანიაა და ხალხს ნერვებმა უმტყუნა”, – განაცხადა ხიდაშელმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.

წამყვანის შენიშვნაზე, რომ პრეზიდენტი, რომელმაც ასევე გააკრიტიკა “რეპუბლიკური პარტია” არ არის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული, ხიდაშელმა შეკითხვითვე უპასუხა.

“რატომ? რა იცით?”, – განაცხადა ხიდაშელმა, რაზეც ნინო ჟიჟილაშვილმა უპასუხა, რომ პრეზიდენტი პერსონალურად არ იღებს მონაწილეობას, რაზეც ხიდაშელმა აღნიშნა, რომ ეს არაფერს ადასტურებს.

“არ მინდა მასზე რაიმე კომენტარის გაკეთება, იმდენად წარმოუდგენელი იყო ის, რაც მოვისმინე, ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ სინამდვილეში თქვა”, – განაცხადა ხიდაშელმა.

კითხვაზე, ხომა რ იცის რაიმე პრეზიდენტის პოლიტიკურ ინტერესეთან დაკავშირებით, ხიდაშელმა აღნიშნა, რომ მას ამაზე ინფორმაცია არ აქვს, თუმცა არის ხოლმე მომენტი, როდესაც რაღაც არ ესმის და ეს რაღაც მისი თქმით, პრეზიდენტის განცხადება იყო.

“ნამდვილად ვერ გავიგე იმ მოცემულობებით, რაშიც ვიმყოფებით, რა უნდოდა. ეს მისი საქმეა”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, “ოცნების” ყრილობაზე დასასწრებად, მას მოსაწვევი ჯერ არ მიუღია
შემდეგი სტატიაონლაინ სესხების ასოციაცია რეგულაციებს არ ეწინააღმდეგება