თავდაცვის მინისტრი “ფეის-პოსტს” ავრცელებს

1. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, სულ რომ FBI -ს დახმარება გახდეს საჭირო ეს საქმე უნდა გაიხსნას და ამ მარაზმის გამავრცელებელი დაისაჯოს; 2. ეხლა არ გვითხრათ შეთქმულებაა და ხომ დაგვპირდა ხელისუფლება გაანადგურებდა და რატომ გამოჩნდა საუბარი არ მიიღება. ზუსტად ისე როგორც რომელიმე სხვა ვერსია აპრიორი აკვიატებული. დამბრალებელი და თითის გამშვერი ისეთივე ნაძირალაა ამ შემთხვევაში როგორც თავად გამავრცელებელი. 3. როდესაც აპრიორი ვერსია გაქვს, მიკროფონით დარბიხარ და კითხვას სწორედ ერთი ვერსიის გაასამყარებლად სვამ (ხომ დაპირდა მედიას მაშინ შსს მინისტრი ღარიბაშვილი რომ გაანადგურებდნენ და რატომ არ გაანადგურესო?), ვინმემ გითხრას ყველაფერი წინასწარ დადგმულიაო არ უნდა გაგიკვირდეს; 4. აბა გამოდით და სიმაღლის მიხედვით დაეწყვეთ ყველა ვისაც მართლა გჯერათ რომ ეს ფაილები, ან ათასი სხვა კიდევ, რომელიც სავარაუდოდ არსებობს მხოლოდ იმ, ან ჯერ არ აღმოჩენილ კასრებში იყო ჩაკეტილი და სხვა დუბლიკატები არ არსებობდა. 5. ხო და კიდევ, უმთავრესი ამ მომენტისთვის, თუ იმ კადრებში ვინმე ისეთი ჩანს ვინც აწამებს და ვისთანაც დღეს საპროცესოა გაფორმებული ან გარეთ არის -- ამ საპროცესოს გამფორმებელი ზუსტად ისეთივე დამნაშავეა. არ ფორმდება საპროცესოები მწამებლებთან, არა!!!! აბსოლუტურად აკრძალულია და არ ექვემდებარება შებრალება / დანდობას. საერთაშორისო სამართლის დანაშაულია, დიდი ხანია. ანა ბანაა ადამიანის უფლებების სამართლის. მაშინაც ვთქვი, როდესაც ბედუკაძეს რაღაც გაუგებარი გარიგება დაუდო კბილაშვილმა, არავის და არაფერს მოვრიდებივარ (ალბათ არსებობს ჟიჟილაშვილის ეთერი არქივში) და ეხლაც იგივეს გავიმეორებ. ასეთ ამბებს არ პატიობენ, ასჯერ და დამარცვლით!

თინა ხიდაშელს ნოემბრის ბოლომდე მოხსნიან?თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი „ფეისბუქში“ წერს:

„ძალიან, ძალიან ბევრი ადამიანის წინაშე მაქვს პასუხისმგებლობა აღებული. ბევრი ადამიანის ბედზე და წარმატებაზე. აქ შეცდომა დაუშვებელია, ემოციები უსარგებლო.
ის რასაც დღეს ვაკეთებ, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, რაც კი ოდესმე მიკეთებია, და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ყველა იმ საკეთებელზე რისი კეთებაც შემდეგი წლების მანძილზე მომიწევს.

ამიტომ ვცდილობ ბოროტებს, უზნეოებს, ჭორიკნებს, მატყუარებს პასუხი არ გავცე, ემოცია დავთრგუნო, ყველაფერი რაც მე პირადად მეხება გვერდზე გადავდო, არ ავყვე და პირიქით მეტი ენერგიით და ენთუზიაზმით შევუძახო საკუთარ თავს, რომ სწორედ ამ პასუხისმგებლობის და საქმის მნიშვნლეობის გამო უნდა ავიტანო, მოვითმინო, საქმეში დავიკარგო.

მაგრამ ეხლა გიგა მოვიდა სახლში. ისეთ დაღლილია არაფრის თავი არ მაქვსო გამოგვიცხადა. მამა დაუჯდა და საშინაო დავალება – მოთხრობას უკითხავს. მე მთელი დღე ეკრანს ვუყურებდი და ვერ მივხვდი რამე უნდა დამეწერა თუ არა. ეხლა ზუსტად ვიცი, რომ არ უნდა გავატარო.

სცენარი იგივეა, თითქოს არაფერი მომხდარა განსაკუთრებული. ვიდეო აიტვირთა, მერე დაიბლოკა, ირკვევა რომ პრაქტიკულად არავის უნახავს, ჭორაობა დაიწყო. თუმცა იყო ერთი “მცირე” დეტალი. პროკურატურის რეგისტრატურის წინ მდგომ დასაკითხად მისულ ახალგაზრდას ჟურნალისტმა კითხა “პოლიტიკოსის კადრები იყო?”. “დიახ” იყო პასუხი. ასევე ქალბატონი იმავე პროკურატურასთან, იმავე მიზნით მისული ასევე სხვათაშორის ამბობდა რომ “პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო”.

ამ პატარა გასაუბრებით ამოცანა შესრულდა. ეჭვი გაჩნდა, და მგმობელი, მორალისტი, მაწყევარი, მაგინებელი არ დაილია.

და არც კი ვიცი სერიოზულად უნდა ვიკითხო თუ არა, მაგრამ ამ 2 ადამიანს მინდა ვკითხო, ასეთ ტყუილს რომ იტყვი, ადამიანს ლაფში ამოსვრი, სრულიად ჩვეულებრივ ცილისმწამებლად და შანტაჟისტად რომ იქცევი, მერე რით განსხვავდები იმ ხალხისგან ვისაც ასე გულმოდგინებით “გმობ” ვიდეოების გავრცელებისთვის?

აღარაფერს ვამბობ სრულიად ქართულ ტელე მედიაზე, რომელმაც არ დაიზარა და მთელი დღე ტირაჟირებდა ამ ტყუილს, რომ პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების კადრების მორიგი სერია გამოჩნდა ინტერნეტ სივრცეში.

უკვე წარმომიდგენია როგორი მჭერმეტყველი იქნება ხვალ ბეჭდური მედია.

თუმცა შესაძლოა ამოცანაც ეს იყო.

დაიდო სრულიად გაუგებარი ვიდეო, 20-მა ნახა, 200-მა ამბავს ყური მოკრა, მერე ტელევიზიით 200 ათასმა ცილისწამება და ტყუილი მოისმინა, მერე ვიღაცამ ჭორაობით გული იჯერა ზოგმა განზახ, ზოგმა “გულწრფელი აღშფოთებით” და მორჩა.

ისინი ფიქრობენ — მიზანი მიღწეულია.

მაგრამ როგორც თავში მოგახსენეთ ბატონებო, ჩემი მიზანი რომელსაც ვემსახურები, ვიშრომო, ვიბრძოლო, ვიცხოვრო ჩემი შვილების და თქვენი შვილების ბედნიერებისთვის, გაცილებით უფრო დიდია, უფრო საინტერესო, უფრო მშვენიერი და ჯერ არავის მოუფიქრებია ძალა რომელიც გამაჩერებს“-წერს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი.

banner
წინა სტატიაშიმესხის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
შემდეგი სტატიაForbes: უკანასკნელი წლის მანძილზე პოროშენკო 100 მილიონით გამდიდრდა