თავდაცვის მინისტრი მარიამობას ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე შეხვდა

თვდაცვის მინისტრი მარიამობის დღესასწაულს ავღანეთში შეხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მარიამობის დღესასწაულს ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველ სამხედროებთან ერთად შეხვდა. ამის შესახებ ,,თაიმერს” უწყებიდან აცნობეს.

თავდაცვის მინისტრმა საავიაციო ბაზაზე მოქმედ ქართულ ტაძარს მარიამღვთისმშობლის ხატი გადასცა საჩუქრად.

“მარიამობას ვულოცავ ჩვენს ჯარისკაცებს ავღანეთში. სიმბოლურია, რომ დღეს აქვიმყოფებით და მათთან ერთად იმ ეკლესიაში აღვავლენთ ლოცვას, რომელიც ჯარისკაცების ხელით არის აშენებული. მე დღეს ვნახე თუ როგორ ლოცავდა მამაო ჩვენს ჯარისკაცებს, როდესაც ისინი ძალიან საპასუხისმგებლო მისიას, კერძოდ პატრულირებას ახორციელებდნენ. მთელი საქართველო ლოცულობს ამ ბიჭებზე, რომ ისინი მშვიდად, უსაფრთხოდ დაუბრუნდნენ ჩვენს ქვეყანას. ღმერთი იყოს მათი შემწე”, -განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ. მარიამობის დღესასწაულს ქართველ სამხედროებთან ერთდ ქართული ეკლესიისუცხოელი მრევლიც დაესწრო, მათ შორის ბოსნიელი სამხედრო მოსამსახურეები.მართლმადიდებლურ დღესასწაულს ბაგრამის საავიაციო ბაზის ამერიკელი სამხედროკაპელანიც დაესწრო. ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საეკლესიო ღვთისმსახურება 52-ებატალინოს სამხედრო კაპელანმა მამა ზაქარიამ აღავლინა. ღვთის მსახურებისდასრულების შემდეგ კი თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ეკლესიაში შეკრებილქართველ და უცხოელ სამხედრო მოსამსახურეებს თბილისიდან სპეციალურად ამდღისთვის ჩატანილი მარიამობის ქადებით გაუმასპინძლდა.

banner
წინა სტატიაშიშეხვედრა ბელორუსის რესპუბლიკაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან
შემდეგი სტატიაშსს-მ პარიზის ინტერპოლის მიერ ძებნილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა