თავდაცვის მინისტრი ლიტვის შეიარაღებული ძალების უფროსს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ლიტვის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ იონას ვიტაუტას ჟუკასს შეხვდა.
ლევან იზორიამ ლიტველ სტუმართან თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარეობა და პერსპექტივები განიხილა. მხარეებმა ყურადღება ეროვნული თავდაცვის გეგმის მომზადების პროცესში ლიტვის გამოცდილების გაზიარებაზე გაამახვილეს. საუბარი „ტოტალური თავდაცვის“ კონცეფციის განხორციელებას, წვევამდელთა პროგრამის მიმდინარეობის, ასევე რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის ამოქმედების საკითხებს შეეხო. თავდაცვის მინისტრმა და ლიტვის შეიარაღებული ძალების უფროსმა სამხედრო სწავლებებში ქართველი და ლიტველი სამხედროების მონაწილეობის, ასევე სამხედრო განათლების სფეროში შესახებაც იმსჯელეს.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ლიტვის ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი, თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ვიტაუტას რაკაუსკასი და ლიტვის დელეგაციის წევრები დაესწრნენ.

ლიტვის დელეგაციის საქართველოში ვიზიტი ხვალ დასრულდება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 63-ე წლიურ სესიაში მონაწილეობას მიიღებს
შემდეგი სტატიასაბავშვო ბაღთან თხევადი გაზის ბალონი აალდა – შემთხვევა ბათუმში