თავდაცვის მინისტრი : ,,ყველა კვალიფიციური კადრი თავის ადგილას დარჩება”

ყველა კვალიფიციური კადრი თავის ადგილას დარჩება, – ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა კითხვას, დაბუნდება თუ არა უჩა ძოძუაშვილი „დელტას“ ხელმძღვანელად.

იზორიას თქმით, ჯერ არ მისულა უწყებაში და კონკრეტული გეგმები არ აქვს.

„წინასწარი გეგმებით, რომ “დელტას” ხელმძღვანელი იქნება, თუ სხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, უნდა გავათავისუფლოთ, არ მივსულვარ უწყებაში. მე მივედი ჩემს გუნდთან ერთად. მათ ექნებათ საშუალება, ჩემთან ერთად გაეცნონ თითოეულს. იქ, სადაც იქნება კითხვები და მათ შორის, სტრუქტურული ოპტიმიზაციის დასაბუთებული არგუმენტები, ბუნებრივია, ამას სუბიექტებისგან დამოუკიდებლად განვახორციელებთ“, – განაცხადა იზორიამ.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო : ქორწინების საკითხი ძალიან ცხადია და ამას რეფერენდუმი არ სჭირდება
შემდეგი სტატია95 ეკომიგრანტ ოჯახს სასოფლო-სამეურნეო მიწები და საცხოვრებელი სახლები დაუკანონდათ