თავდაცვის მინისტრად დავით ბაქრაძე ინიშნება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე, ევროინტეგრაციის მინისტრი დავით ბაქრაძე ინიშნება. გავრცელებული ინფორმაციით, ბაქრაძეს თავდაცვის მინისტრის პოსტზე პრემიერ-მინისტრი ორშაბათს ოფიციალურად წარადგენს.

კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, დავით ბაქრაძე თანამდებობას იმ შემთხვევაშიც შეინარჩუნებს, თუ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება” გამარჯვებას მოიპოვებს.

შეგახსენებთ, რომ დავით ბაქრაძე მინისტრთა კაბინეტის წევრობის გარდა “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრიც არის. ის პოლიტსაბჭოს წევრად პრემიერმა კვირიკაშვილმა პარტიულ ყრილობაზე წარადგინა.

 

წყარო: პირველი რადიო

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: დედაქალაქს კიდევ ერთ პროექტს ვაჩუქებთ
შემდეგი სტატიაბელგიის პოლიციამ დაგეგმილი ტერაქტი ჩაშალა