25.6 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ სასამართლოში ჩვენება მისცა

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ სასამართლოში ჩვენება მისცა. ის დაიკითხა მის წინააღმდეგ წარმოებულ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც სასამართლოზე ნათქვამ შემდეგ ფრაზას ეხება: ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს”.

როგორც ახალაიას მეუღლემ და ადვოკატმა, ანი ნადარეიშვილმა განაცხადა, ის როგორც დაცვის მხარის მოწმე დაიკითხა.

“დაცვის მხარემ დავკითხეთ, აბსოლუტურად ყველა კითხვას ამომწურავად გასცა პასუხი, მთელი პროცესი ბაჩოს დაკითხვა მიმდინარეობდა, სხვა პროცესუალური მოქმედება არ ჩატარებულა. პროკურატურას საერთოდ კითხვა არ ჰქონდა. მინდა აღვნიშნო, რომ ბაჩო დღემდე გამოძიებას არ დაუკითხავს, არც ბრალის წაყენებამდე და არც ბრალის წაყენების შემდეგ, რაც იმას ნიშნავს, რომ ფარსია, დადგმულია ყველაფერი.

ბაჩომ იგივე გაიმეორა, რაზეც ბრალი წაუყენეს, უბრალოდ კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ეს არის მისი მყარი მოსაზრება, რომ დიქტატორები სხვანაირად არ მიდიან და სხვანაირად ამ ქვეყანაში თავისუფლებას ვერ მოვიპოვებთ”, – განაცხადა ნადარეიშვილმა.

ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას ბრალი სასამართლოზე ნათქვამი ფრაზისთვის: “მე ვთვლი, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს”, წაუყენეს.

ახალიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშისოფიო ხორგუანი: სამართლიანობის გარეშე არც წესრიგი არსებობს, არც უსაფრთხოება და არც ძლიერი სახელმწიფო
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი კობახიძეზე: ეს ბატონი ოფიციალურად შევა ისტორიაში როგორ პუტინისგან დანიშნული დიქტატორის ფეხის მბანელი