თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა არის ფლაგმანი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს, გააძლიეროს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა და წინ წასწიოს წევრობისთვის მზადება – ნატო

2022 წლის 8 ივნისს, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთმა ფლაგმანურმა ინიციატივამ მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწია, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ალიანსის ცნობით, ეს სტატუსი ხელს შეუწყობს პარტნიორი ქვეყნებიდან ჩამოსული დამსწრეების უფრო ფართო მონაწილეობას სკოლის მაღალხარისხიან ტრენინგებსა და საგანმანათლებლო კურსებში.

ნატო-ს გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ნატო-სთან თავსებადობის თვალსაზრისით, ამ აკრედიტაციით საქართველომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

„2022 წლის 8 ივნისს, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთმა ფლაგმანურმა ინიციატივამ მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწია, რადგან ის სერიტიფიცირდა, როგორც ნატო-ს აკრედიტებული განათლებისა და მომზადების დაწესებულება 6 წლის განმავლობაში, მოკავშირეთა სარდლობის ტრანსფორმაციის მიერ. ეს სტატუსი ხელს შეუწყობს მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან ჩამოსული დამსწრეების მხრიდან უფრო ფართო მონაწილეობას სკოლის მაღალხარისხიან ტრენინგებსა და საგანმანათლებლო კურსებში. ამ კურსებიდან პირველია სტრატეგიული კომუნიკაციების ძირითადი კურსი, რომელიც ნატო-ს მიერ 2020 წლის გაზაფხულზეა სერტიფიცირებული. ამ აკრედიტაციით საქართველომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ნატო-სთან თავსებადობის სტანდარტების დაკმაყოფილებისკენ. ნატო თავსებადობას განმარტავს, როგორც „ერთად მოქმედების შესაძლებლობას თანმიმდევრულად, ეფექტურად და პროდუქტიულად მოკავშირეთა მიზნების მისაღწევად“. ეს არის ნატო-ს ყველა ოპერაციის საფუძველი და ალიანსის ქვაკუთხედი. სკოლის დირექტორისთვის, ქალბატონი თეა ნიკოლაშვილისთვის ნატო-საქართველოს თავსებადობის კონცეფცია ახლა საომარი ოთახებისა და ბრძოლის ველების მიღმა, მის კლასებში ვრცელდება. სწორედ ამ საკლასო ოთახებშია, სადაც ქართველი და უცხოელი თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის პროფესიონალები ურთიერთქმედებენ ტრენინგებისა და შესაძლებლობების ამაღლების მთელი რიგი ძალისხმევით, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოსა და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის სარგებლიანობას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ნატო-ს ცნობით, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა მიზნად ისახავს, გააძლიეროს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა და წინ წაწიოს ნატო-ში წევრობისთვის მზადება.

„თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა 2016 წელს დაარსდა და არის, როგორც ფლაგმანი ინიციატივა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს, გააძლიეროს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა და წინ წაწიოს ნატო-ში წევრობისთვის მზადება. სკოლა გთავაზობთ პროფესიული განვითარების პროგრამებსა და ინსტრუქციებს საკითხებზე, რომელთა შორისაა – შავი ზღვის უსაფრთხოება, კარგი მმართველობა და საპარლამენტო ზედამხედველობა შეიარაღებულ ზძლებზე, ასევე ჰიბრიდული ომი, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა, ქალთა მშვიდობა და უსაფრთხოება, რომელიც ასახავს მოკავშირეების თავდაცვის სტანდარტებს, ტრანსფორმაციას სწავლისა და განვითარების პროცედურებში.

სკოლის საქმიანობის დაარსებიდან კლინგენდაელის ინსტიტუტი თანამშრომლობს სკოლასთან პროფესიული კოსულტაციებისა და აღჭურვილობის მხარდაჭერით, რომელიც დაფინანსებულია ნატო-ს თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შესაძლებლობების განვითარების ნდობის ფონდის მეშვეობით. ნატო-ს მრჩეველთა ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს გერმანია და მხარდაჭერილია სლოვაკეთის მიერ, ასევე მხარს უჭერს სკოლის მისიას. როგორც სკოლის პროფესიონალიზმისა და ტრენინგების მოთხოვნების ხარვეზების გადაჭრის უნარის ნამდვილი ნიშანი, მისი ადმინისტრატორები მჭიდროდ თანამშრომლობენ ნატო-ს ე.წ. Building Integrity (BI) ინიციატივასთან, რათა შეიმუშაონ ნატო-ს სერტიფიცირებული სხვა კურსები, რომლებიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კარგი მმართველობის გასაძლიერებლადაა შექმნილი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიარავის არ უნდა გადავაყოლოთ ევროპული მომავალი – არც სააკაშვილს, არც ივანიშვილს – ზურაბიშვილი
შემდეგი სტატიაფეხზე სიმძიმე მოაბეს და წყალში ჩააგდეს – ხერსონის ოლქში რუსებმა პოლიციის ლეიტენანტი სასტიკად მოკლეს