თავდაცვის ძალებმა საკარანტინო ზონასთან სპეციალური გამშვები პუნქტები მოაწყვეს

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოლნისისა და მარნეულის მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში ჩაერთო.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, თავდაცვის ძალებმა საკარანტინო ზონასთან სპეციალური გამშვები პუნქტები მოაწყვეს.

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის ტექნიკა მარნეულისა და ბოლნისის ტერიტორიაზე გამთენიისას შევიდა.

მთელი ღამის განმავლობაში აღმოსავლეთ სარდლობის პირადმა შემადგენლობამ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებთან საკონტროლო გამშვები პუნქტი ხუთ ლოკაციაზე მოაწყო.

გაიშალა საველე კარვები, სადაც მოქალაქეებს თავდაცვის ძალების სამედიცინო პერსონალი პირველად სამედიცინო შემოწმებას უტარებს.

ტერიტორიაზე შემავალი და გამომავალი ავტოტრანსპორტი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით მუშავდება. თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მარნეულისა და ბოლნისის გარე პერიმეტრსაც გააკონტროლებენ.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე – ვირუსის გავრცელების პიკზე ჯერ არ ვართ, ყველა ღონისძიება ფართომასშტაბიანი ეპიდემიისა და პიკში შესვლის პრევენციისკენ არის მიმართული
შემდეგი სტატიათბილისის ინფექციური საავადმყოფო კიდევ ორმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა