თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა. მას 41 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. სამხედრო მოსამსახურეებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს და დაღუპულის ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს.

არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში, 2018 წლის 22 თებერვალს უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი, ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს. უმცროსი სერჟანტი, არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს თავდაცვის ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა. ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

banner
წინა სტატიაშიანა ნაცვლიშვილი „ქართულ ოცნებას“: თქვენი ზედაპირული განცხადებებით ფეხბურთელების დიდ გამარჯვებას ვერ მიეტმასნებით
შემდეგი სტატიაბექა ოდიშარია – აღსრულდა 30 წლიანი ოცნება – ქართული ფეხბურთი კვლავ ევროპაშია