“თავად არასოდეს არ არიან დამნაშავეები და ფინალში გამოდის ისიც კი, რომ დამნაშავე თვითონ ლარია” – ჭიჭინაძე

თავად არასოდეს არ არიან დამნაშავები და ფინალში გამოდის ისიც კი, რომ დამნაშავე თვითონ ლარია – ამის შესახებ განცხადება, დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა.

“ლარის გაუფასურების უმთავრესი მიზეზი სპეკულაციური ფაქტორია, რაც საკმაოდ ნათლად, პირველ რიგში, ბანკების მოგებაზე აისახება და მეორე თვითონ მთავრობის შიგნით არასტაბილური განწყობაა. ამ მოვლენებმა სწორედ მთავრობის სისუსტე დაგვანახა და ის, რომ ისინი ერთმანეთს აღარ ენდობიან. არ იციან ვის სად, ან როდის წაუცდება ფეხი და არც ის არის გამორიცხული, ზოგი გაქცევასც ფიქრობდეს. ფაქტი ერთია, ამ ხელისუფლების ხელში დოლარი პრაქტიკულად გაორმაგდა.

ჩვენს ხელისუფლებას კი, სამოქმედო გეგმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, სერიოზული არგუმენტებიც კი არ აქვთ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით, სახელდება ტურისტების კლება, გარე შოკი, გარე ფაქტორი… მოკლედ, თავად არასოდეს არ არიან დამნაშავები და ფინალში გამოდის ისიც კი, რომ დამნაშავე თვითონ ლარია. არადა, არც ტურისტების მატებას და არც კლებას, ამ ქვეყანაში, რეალური კავშირი არასოდეს ჰქონია ლარის კურსისი ცვალებადობასთან. ეს არის ელემენტარული უცოდინრობა, რადგან ლარი გაუფასურებულა მაშინაც კი, როდესაც რუსეთიდანაც ყოფილა ტურისტების დიდი მოძალება. ამიტომ, არამგონია ამ ფაქტორების დასახელება სიმშვიდეს იწვევდეს მოსახლეობაში, უფრო პირიქით.” – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

banner
წინა სტატიაში„ცენზურა უნდათ, დაგვადონ, რომ 25%-ზე მეტ ნეგატივს ვერ გააჟღერებ” – გიორგი ვაშაძე
შემდეგი სტატიაჯანდაცვის სამინისტრო რკინიგზაში შექმნილ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს