თათრეთელ მასწავლებელს მოსწავლესთან სექსის გამო პირობითი სასჯელი მიუსაჯეს

5თათრეთში ადგილობრივ პედაგოგს, რომელიც 15 წლის მოსწავლესთან სექსუალურ კავშირში დაადანაშაულეს, სამი წლით პირობითი სასჯელი მიესაჯა – ასეთი გადაწყვეტილება ალმეტევსკის სამოქალაქო სასამართლომ გამოიტანა. გარდა ამისა, ქალს პედაგოგიური საქმიანობა ექვსი წლის მანძილზე აუკრძალეს.

რუსული ენის პედაგოგი ბრალდებულია “არასრუსწლოვანთან ლესბოსურ ურთიერთობაში. გამოძიების ვერსიით, მათ სექსუალური კონტაქტი 2016 წლის ივნისიდან ჰქონდათ. მორიგი სიახლოვის დროს, რომელიც 21 აგვისტოს მოხდა, არასრულწლოვანს სისხლდენა დაეწყო, რაც რამდენიმე საათი გაგრძელდა და რომლის შემდეგადაც ის სამედიცინო დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი” – წერია ქვეყნის შსს-ს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიიაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთით 7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიაბათუმი-ახალციხის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა