თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილს სასამართლოში დავა მოუგო

შალვა რამიშვილს სასამართლომ თათია სამხარაძისთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.ამის შესახებ ინფორმაციას მსახიობი თათია სამხარაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

სამხარაძემ თავის ყოფილ უფროსს შალვა რამიშვილს სასამართლოში 3 წლის წინ სექსუალური შევიწროვების ბრალდებით უჩივლა.

“სამხარაძე-რამიშვილის წინააღმდეგ მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით საბოლოოდ დასრულდა

სასამართლომ დაადგინა, რომ სექსუალური შევიწროვება, დისკრიმინაციის ფორმაა და რამიშვილს მორალური კომპენსაციის ჩემს სასარგებლოდ გადახდა დააკისრა.

2016 წელს, კედლიდან-კედელზე დაათრევდნენ ამ კონკრეტულ ფოტოს, როგორც დამამტკიცებელ საბუთს, რომ “შესავიწროვებელი უნდა შეავიწროვო”. სამი წელი ვიბრძოლე ყველა ბერკეტის და რესურსის გამოყენებით, რათა დამემტკიცებინა, რომ მსხვერპლიდან რთულად, მაგრამ შეიძლება გამარჯვებულად იქცე.

ამ დროში ბევრჯერ სრულად დავკარგე ძალები და საკუთარი თავის რწმენაც, მაგრამ ყველა ჯერზე ისევ მიწევდა გამეგრძელებინა ჩემი უფლებებისთვის ბრძოლა”-განაცხადა თათია სამხარაძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქის ექვსი ქუჩას, 9 აპრილს დაღუპული ექვსი ქალის სახელი მიენიჭება
შემდეგი სტატიარომელი მინისტრის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი – ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან