თათია ნიკოლაშვილი: ივანიშვილის პირობებში, საქართველოში აღარ არსებობს ადამიანის უფლებები, რაც განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა რუსული კანონის წინააღმდეგ ჩატარებულ საპროტესტო აქციებზე

„ივანიშვილის პირობებში, საქართველოში აღარ არსებობს ადამიანის უფლებები, რაც განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა რუსული კანონის წინააღმდეგ ჩატარებულ საპროტესტო აქციებზე. ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება სრულიად განსხვავებული ცნებებია, ივანიშვილს უნდა რუსეთი, ქართველი ხალხის არჩევანი კი არის ევროპა და ცივილიზებული სამყარო.“ – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, თათია ნიკოლაშვილმა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თათია ნიკოლაშვილი, სტრასბურგში, ის საქართველოს დელეგაციის წევრია ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლების კონგრესში, ის სოციალური ჩართულობისა და ადამიანის ღირსების კომიტეტს ესწრება, კომიტეტზე განსახილველი თემაა ადამიანის უფლებები ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე.
სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი სიტყვით გამოვიდა, თათია ნიკოლაშვილმა მის გამოსვლაში ისაუბრა საქართველოში, ქართული ოცნების მიერ, ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე, განსაკუთრებით რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე, სადაც ფიზიკურად უსწორდებოდნენ მშვიდობიან მომიტინგეებს.

“მე წარმოვადგენ საქართველოს, ქვეყანას, რომლის ისტორიული ოჯახი არის ევროპა, მაგრამ ახლა ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლება მიტაცებული აქვს რუს ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილს. მის პირობებში, საქართველოში აღარ არსებობს ადამიანის უფლებები. რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლის დროს ეს კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა – პოლიციელები, რომლებიც წესით ჩვენს უფლებებს უნდა იცავდნენ, უმოწყალოდ, მიზანმიმართულად, კამერების წინ სცემდნენ პოლიტიკოსებს, ახალგაზრდებს, ულეწავდნენ სახის ძვლებს. მათ მიერ განხორციელებულ ძალადობას ემსხვერპლა ძალიან ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა, ეს ყველაფერი, რასაც აქ ხედავთ ფაქტობრივად პირდაპირ ეთერში ხდებოდა.ჩვენი პარტიის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, რომელიც აქციაზე უბრალოდ იდგა, ცდილობდა ახალგაზრდას დახმარებოდა, გადაერჩინა, გაიტაცეს და ამ მდგომარეობაში ჩააგდეს. მას გაუარესებული ჯანმრთელობის გამო მოუწია თანამდებობის დატოვება. ეს არის ჩვენი პარტიის მდივანი – დიმა ჩიქოვანი, სამოქალაქო აქტივისტი – დავით ქაცარავა, ახალგაზრდები, აქტივისტები. ასე გაუსწორდნენ მათ. დღემდე გრძელდება შემთხვევები, როდესაც სამოქალაქო აქტივისტებს, პოლიტიკურ ლიდერებს, ორგანიზებული ბანდფორმირებები უსაფრდებიან სახლებთან, უსწორდებიან ფიზიკურად, თუმცა არავინ არ ისჯება ამის გამო, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველგან კამერები აყენია ქალაქში. ასევე, კონკრეტულად, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი, ზვიად ხარაზიშვილი, რომელიც ჩვენი ინფორმაციით დასანქცირებულია უკვე აშშ – ს მიერ, პირადად გასცემდა დავალებებს, პირდაპირი ეთერის საშუალებით ემუქრებოდა მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს, ასევე ემუქრებოდა ხალხს, ეს მოხდა რამდენჯერმე და შედეგს თავადაც ხედავთ.
შესაბამისად, სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილის პირობებში, საქართველოში აღარ არსებობს აღარანაირი უფლება, რითაც ისარგებლებს საქართველოს მოქალაქე. ჩვენ მალე გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, გვაქვს იმედი ჩვენი პარტნიორების, მეგობრების რომ იქნება ბევრი დამკვირვებელი, რომ ქართველი ხალხი არ დარჩება მარტო. ამ ხნის განმავლობაში მსოფლიომ იხილა, რომ ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება სრულიად განსხვავებული ცნებებია, ივანიშვილს უნდა რუსეთი, ქართველი ხალხის არჩევანი კი არის ევროპა და ცივილიზებული სამყარო.“ – განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა

banner
წინა სტატიაშიგიგა შუშანია: რვა მილიონი ლარი გადაურიცხეს კომპანიას, რომელმაც ამდენი ხნის განმავლობაში მხოლოდ 25 ასწლოვანი ხე მოჭრა
შემდეგი სტატიაბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა პარლამენტში ადგილი დაკარგა