23.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

თათია აფრიამაშვილი 4.000 ლარით დააჯარიმეს

სასამართლომ თათია აფრიამაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 4000 ლარით დააჯარიმა – გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ გამოაცხადა.

საქმე ეხება 21 მარტს, როცა პარლამენტთან ადმინისტრაციული წესით 3 სტუდენტი: თათია აფრიამაშვილი, თამარ გვილია და ლუკა გოგია დააკავეს – თვითმხილველების თქმით, სტუდენტებს პარლამენტთან მიჰქონდათ პლასტმასის დასაკეცი სკამები, რისი დადგმის საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ თათია აფრიამაშვილისა და თამარ გვილიას დაკავების შემდეგ ლუკა გოგია ტროტუარზე დგას და პოლიციას ტაშს უკრავს, მალევე მასაც აკავებენ.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის შემდეგ საქართველოს ლონდონიც აფრთხილებს
შემდეგი სტატიასადაც პროტესტია, ყველგან მის ჩახშობას ცდილობენ – გელა მთივლიშვილი