თათარსტანი დამოიკიდებლობის მოთხოვნით გამოდის

tatarebiii ყაზანში გაიმართა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია  სახელწოდებით „თათარსტანის სახელმწიფოებრივი პრობლემები“, რომლის ორგანიზატორი  იყო საერთო თათრული საზოგადოებრივი ცენტრი.

გაგზავნილ მოსაწვევ ბარათებში ღონისძიების სახელწოდება სხვანაირად იყო ჩამოყალიბებული: „როგორ შევინარჩუნოთ თათარსტანის პრეზიდენტის პოსტი“, რამაც ხელი შეუწყო დისკუსია,ს ამ თემაზე. როგორც ცნობილია, კრემლის იმპერიული კანონის თანახმად,  „პრეზიდენტი“-ს წოდება გააქმეს ყველა რესპუბლიკაში. დღეს მას ინარჩუნებს მხოლოდ თათარსტანის ხელმძღვანელი რუსტამ მინიხანოვი. კანონის თანახმად, ეს სახელწოდება 2015 წლის ბოლომდე უნდა იქნას შევცლილი.

გამომსვლელებმა აღნიშნეს რა თათარსტანის განსაკუთრებული როლი ეკონომიური პოტენციალის, მეცნიერების, კულტურის და სხვა მიმართულებით, მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ რესპუბლიკა იმსახურებს  თავისი უფლებების  და დამოუკიდებლობის  გაფართოვებას. ამიტომ, რუსეთის კონსტიტუციიდან გამომდინარე, უნდა დარჩეს პრეზიდენტის თანამდებობა.  კონსტიტუციაში კი წერია, რომ რუსეთის რესპუბლიკების და ფედერაციის სხვა სუბიექტების სახელისუფლებო ორგანოების ფორმირება შეიძლება დამოუკიდებლად, ამავე ორგანოების  მიერ.

შეკრებილებმა ასევე გამოთქვეს წუხილი, რომ შეუძლებელია თათრულ ენაზე სრულყოფილი განათლების მიღება. კონფერენციის მონაწილეებმა შესთავაზეს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს, რომ აღადგინოს 1992 წლის თათარსტანის კონსტიტუციის ძირითადი მუხლები: თათარსტანი არის სუვერენული სახელმწიფო, საერთაშორისო სამართლის სუბიექტი. თათარსტანის კანონების უზენაესობა  ვრცელდება მთელს მის ტერიტორიაზე. მიწა და წიაღისეული არის საზერთო სახალხო საკუთრება. ამ მუხლების აღდგენის შემდეგ კი შემოიღონ 5-წლიანი მორატორიუმი თათარსტანის რესპუბლიკის კონსტიტუციის შეცვლაზე. რაც შეეხება პრეზიდენტის თანამდებობის შენარჩნებას, რეზოლუციაში წერია:

„თათარსტანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭომ და რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატებმა თათარსტანის რესპუბლიკიდან მიმართონ სახელმწიფო დუმას საკანონმდებლო ინიციატივით, რომ ფედერალურ კანონში № 406-ФЗ შეტანილ იქნას ცვლილებები, რომლებიც დააკანონებენ პრეზიდენტის თანამდებობის შენარჩუნებას“.

 

banner
წინა სტატიაშიარა” – გეოპოლიტიკურ ეგოიზმს: პოლონეთი ნატოსგან ითხოვს მთავარი შეთანხმების დენონსირებას
შემდეგი სტატიააზერბაიჯანი ყიდულობს შეიარაღებას