თარხნიშვილი – ელჩებთან შეხვედრაზე წარდგენილ დოკუმენტში ოპოზიციის ძირითადი მოთხოვნები შენარჩუნებულია

ელჩებთან გუშინდელ შეხვედრაზე წარდგენილ დოკუმენტში ოპოზიციის ძირითადი მოთხოვნები შენარჩუნებულია, უბრალოდ დაემატა რამდენიმე დეტალი, რომლითაც ჩვენი აზრით, შესაძლებელი იქნება პოზიციების დაახლოება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლევან თარხნიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მთავარი ამოცანა ახალი არჩევნებია.

ამასთან, თარხნიშვილის ინფორმაციით, დღეს ოპოზიციური პარტიები კვლავ ხვდებიან, რათა 20 პარტია საბოლოოდ შეჯერდეს.

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციურ პარტიების დღევანდელი შეხვედრა ორ დანიშნულებას ატარებს. პირველი – გუშინდელი შეხვედრის მონაწილე პარტიები დანარჩენ პარტიებს მივაწვდით ინფორმაციას, რაზე იყო საუბარი, რა წარვუდგინეთ და რა იყო მათი პასუხი; მეორე – ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ, საბოლოოდ შევჯერდებით იმაზე, თუ რა პოზიცია გვექნება ამ 20 პარტიას. იმედი მაქვს, ეს პარტიები შეინარჩუნებენ ერთიანობას, როგორც ამ ორი წლის განმავლობაში.

გუშინ წარვადგინეთ წერილობითი სახით დოკუმენტი, სადაც ძირითადი მოთხოვნები შენარჩუნებულია, უბრალოდ დაემატა რამდენიმე დეტალი,რომლითაც ჩვენი აზრით, შესაძლებელი იქნება პოზიციების დაახლოება, თუმცა ამოცანა არის, მივიდეთ ახალ არჩევნებამდე. ჩვენი ღრმა რწმენით, ახალი არჩევნები არის პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი საუშალება.

ჩვენი მოთხოვნა არის ის, რომ ასევე წერილობით იქნას პასუხი გაცემული იქიდან, რათა არსებობდეს დაწერილი დოკუმენტი და არ შემოვიფარგლოთ ზეპირსიტყვიერებით. კონკრეტულ მოთხოვნებს სამწუხაროდ, ჯერ ვერ გავასაჯაროებთ“, – განაცხადა თარხნიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების და არასრულწლოვნის მიმართ ოჯახური ძალადობის ფაქტებზე გ.გ.-ს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატიათურნავა ფრენებზე – ავიაკომპანია „ვიზეარი“ საქართველოში თავისი ბაზების დაბრუნებაზე გვესაუბრება