თარხანს მისი ბევრად უფრო საშიში ძმა შეცვლის?

თარხანს მისი ბევრად უფრო საშიში ძმა შეცვლის? - რა კავშირი აქვთ ბათირაშვილებთან ქართულ სპეცსამსახურებს

49010448.cached«დაჯგუფება «ისლამური სახელმწიფოს» სამხედრო მინისტრი თარხან ბათირაშვილი, იგივე ომარ აშ-შიშანი (“ჩეჩენი ომარი”), როგორც ჩანს, დაიღუპა. მაგრამ მისი უფროსი ძმა შესაძლოა, უფრო ჭკვიანი და ბევრად საშიში იყოს. კითხვა იმაში მდგომარეობს, გამოვა თუ არა იგი ჩრდილიდან» – ამერიკული გამოცემა «The Daily Beast» პანკისის ხეობის მკვიდრ თამაზ ბათირაშვილს, იგივე აბდრაჰმან აშ-შიშანს მასალას უძღვნის.

სტატიის ავტორის ინფორმაციით, ეს უკანასკნელი ბევრად უფრო მნიშვნელოვან ფიგურად ითვლება «ისლამური სახელმწიფოსთვის», მისი სადაზვერვო ოპერაციებისა და სამხედრო სტრატეგიისთვის, ვიდრე ოდესმე ყოფილა მისი უმცროდი ძმა თარხანი. თამაზი დაზვერვასა და კონტრდაზვერვაზე, ასევე იმ ციხეებზეა პასუხისმგებელი, რომლებიც ჯიჰადისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მდებარეობს.

როგორც ჟურნალისტებს ბათირაშვილების მამამ თემურმა უამბო, სწორედ თამაზი იყო მთავარი მოქმედი პირი: სწორედ ის გაემგზავრა რუსებთან საომრად ჩეჩნეთის ომის დროს, იქცა გამოცდილ მეთაურად სამხედრო ოპერაციებში და სწორედ მისით იყვნენ დაინტერესებულები ყველაზე მეტად ქართული სპეცსამსახურები.

“თამაზი თარხანის მასწავლებელი გახლდათ. მან გროზნოში ბრძოლისას უდიდესი გამოცდილება შეიძინა და იქიდან ცოცხალი დაბრუნდა. თუმცა სირიაში თამაზი თავს არ იჩენს”, – აღნიშნა თემურ ბათირაშვილმა.

თავის მხრივ, ჟურნალისტები ყვებიან, რომ ორი წელი დახარჯეს, რათა რაიმე შეეტყოთ უმცროსი ძმის ჩრდილში მოქცეული თამაზ ბათირაშვილის შესახებ.

რაც შეეხება თარხანს, სახელი მას «დაეშის» მიერ 2014 წელს მოსულისა და ტიკრიტის ასაღებად ჩატარებულმა წარმატებულმა ოპერაციებმა მოუტანა. სწორედ მაშინ გამოცხადდა “ისლამური ხალიფატი” აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ხელმძღვანელობით.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ქართული დაზვერვა საწყის ეტაპზე ომარ აშ-შიშანს პერსპექტიულად არ მიიჩნევდა. “ჩვენ ის მხოლოდ იმიტომ გადავიბირეთ, რომ მისი ძმა თამაზი და მისი მეგობრები გვაინტერესებდა — ნამდვილი «მგლები», გამოცდილი ჯარისკაცები და ჩეჩნეთის ომის ვეტერანები”, – უამბო ჟურნალისტებს ანონიმურობის შენარჩუნების პირობით ქართული არმიის ყოფილმა სამხედრომ.

«The Daily Beast» დასძენს, რომ მოხერხდა თუ არა თავად თამაზის გადაბირება, უცნობია.

გამოცემა ფოტოსაც აქვეყნებს, რომელზეც, როგორც ვარაუდობენ, თამაზ ბათირაშვილია გამოსახული. იგი კადრში მარცხნიდან მეორეა. მის გვერდით კი, სავარაუდოდ, პანკისის სხვა მკვირდები — ადამ (გურამ) გურამაშვილი, «დაეშის» ე.წ. «იუსტიციის მინისტრი» და რუსლან (ხამზა) ტოხოსაშვილი — თარხანის ყოფილი მძღოლი, ამჟამად კი «ისლამური სახელმწიფოს» ერთ-ერთი რაზმის ხელმძღვანელი არიან გამოსახულები.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ გვეყოლება ცნობილი დიჯეი აფხაზეთიდან”- პრემიერი „GEM Fest“-ის მზადების პროცესს გაეცნო
შემდეგი სტატია“ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებმა ერაყში 85 ადამიანი მოკლეს