30.7 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 17, 2026
banner

თარხან-მოურავი: რუსეთის მარცხი საქართველომ საგარეო პოლიტიკაში უნდა გაითვალისწინოს

დავით თარხან-მოურავი აცხადებს, რომ საქართველო საერთაშორისო ვითარებას რეალისტურად უნდა უყურებდეს და საგარეო პოლიტიკა ეროვნული ინტერესების დაცვაზე ააგოს.

მისი შეფასებით, ბოლო ათწლეულებში აშშ-მ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში საკუთარი გავლენა გააძლიერა, რაც, მისი თქმით, ადასტურებს ამერიკის, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს, პოზიციას. თარხან-მოურავმა ასევე ყურადღება გაამახვილა აშშ-ისა და ევროპის ეკონომიკურ წონაზე გლობალურ ეკონომიკაში.

პოლიტიკოსის განცხადებით, საქართველომ ამ რეალობის გათვალისწინებით უნდა ჩამოაყალიბოს ურთიერთობები როგორც რუსეთთან, ისე აშშ-სთან, ევროპასთან, თურქეთთან, ირანთანა და ჩინეთთან, რათა ქვეყნის ეროვნული ინტერესები და უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული.

მისი თქმით, ანტიამერიკული რიტორიკა, შეურაცხმყოფელი განცხადებები და კონფრონტაციული მიდგომა საქართველოსთვის სასარგებლო არ არის და შესაძლოა, ქვეყნის ინტერესებს ზიანი მიაყენოს.

აღნიშნული განცხადება თარხან-მოურავმა ტელეკომპანია TV ობიექტივი-ის ეთერში გააკეთა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – ოპოზიცია ორიენტირებულია გარე პატრონებზე
შემდეგი სტატიათიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო