„თარხან ბათირაშვილის მეუღლე სტამბოლში არ არის გადმოსული” – ბათირაშვილის მამა რძლის დაკავებას არ ადასტურებს

თარხან ბათირაშვილი

თარხან ბათირაშვილის, იგივე ალ შიშანის მეუღლის, სედა დურდუკაევას დაკავების შესახებ, ინფორმაცია არ აქვთ პანკისში. პირველი კომენტარი ცოტა ხნის წინ, დურდუკაევას ოჯახის წევრმა, თარხან ბათირაშვილის მამამ გააკეთა.

თემურ ბათირაშვილი ამბობს, რომ მისი რძალი შვილებთან ერთად სირიაში რამდენიმე წელია ცხოვრობს, თავს კარგად გრძნობდა და თურქეთში გადასვლას არ გეგმავდა. თემურ ბათირაშვილისთვის უცნობია რას საქმიანობდა სედა დურდუკაევა სირიაში.

„თარხან ბათირაშვილის მეუღლე სტამბოლში არ არის გადმოსული. არა ტყუილია, მე გადმოცემით ვიცი, რომ კარგად ვარო, არაფერი მიჭირსო“- ამბობს ბათირაშვილი.

თურქული მედიის ინფორმაციით კი დაეშთან კავშირის ბრალდებით სტამბოლში 5 ეჭვმიტანილი დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი სედა დურდუკაევაა, რომელიც თარხან ბათირაშვილის იგივე აბუ ომარ ალ შიშანის მეუღლეა.

banner
წინა სტატიაშიმაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმე, პანკისის ხეობის მიმართ სახელმწიფოს რეპრესიული პოლიტიკის გაგრძლებაა – პანკისელები მთავრობის მეთაურს მიმართავენ
შემდეგი სტატია,,პრეზიდენტთან შევთანხმდით, რომ მომავალი კვირას ყველაფერზე ჩამოვყალიბდებით, ამიტომ შეხვედრა ზომიერად ოპტიმისტური განწყობით დავტოვე”