თარგამაძის საქმის დროულად გახსნა საჭიროა და მზად ვარ, ეს საკითხი თქვენთან ერთად განვიხილო – კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყოფილი დეპუტატის გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე მზადაა, კონსულტაციები გამართოს.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კობახიძე საპარლამენტო უმცირესობის წევრ ირაკლი აბესაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც უმრავლესობას მოუწოდა, თარგამაძის საქმეზე პროკურატურას დანაშაულის მიჩქმალვის საშუალება არ მისცენ.

„ამ საქმის დროულად გახსნა საჭიროა და მზად ვარ, ეს საქმე თქვენთან ერთად განვიხილო. თუ საჭირო იქნება, სხვადასხვა ფორმატის და ზედამხედველობის ფუნქციების ამოქმედებისთვის მზად ვარ“, – განაცხადა კობახიძემ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმესთან დაკავშირებული პროცესი ბურისით არის მოცული.

banner
წინა სტატიაშიჩვენი მოქალაქეების უვიზოდ მოგზაურობა ევროპაში არ არის სიახლე, ეს არის დამსახურებული პრივილეგია – ხულორდავა
შემდეგი სტატიააბესაძე: ნუ მისცემთ პროკურატურას საშუალებას, თარგამაძის სამეზე დანაშაული მიჩქმალოს