თარგამაძის მანქანის აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

თბილისში, ვეკუას ქუჩაზე, დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ადგილას, ამ წუთებშიც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

სამართალდამცავებს შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი აქვთ, შეზღუდულია გადაადგილება.

სამედიცინო დაწესებულებებში რჩებიან აფეთქების შედეგად დაზარალებულები. 5 დაშავებულიდან, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. ოპერაციის შემდეგ, ის ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

რაც შეეხება დაზარალებულ ქალბატონს, მკურნალი ექიმის ნუგზარ ნატროშვილის თქმით, მას საავადმყოფოში მიყვანისას ღია ჭრილობა თავის არეში აღენიშნებოდა, აღმოუჩინეს პირველადი ქირურგიული დახმარება და ახლა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, პარლამენტის წევრის გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიპოლიციას გივი თარგამაძე ამ დრომდე არ დაუკითხავს
შემდეგი სტატიაახვლედიანმა დაარღვია კანონი მოსამართლეთა კომუნიკაციის შესახებ – უმაღლესი საბჭო საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის საქმეზე მსჯელობს