თარგამაძე: ჩემი ბომბის ამომდები, უზით ციხეში და მგონი ცდილობენ, რომ იგივე კამერაში მომახვედრონ

გივი თარგამაძე სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა. პოლიტიკოსი წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ჯერ პროკურატურაში დაიბარეს, სადაც არ გამოცხადდა, ამის შემდეგ კი სასამართლოში გამოიძახეს.

გივი თარგამაძის განცხადებით, კითხვა იყო, თუ რატომ არ გამოცხადდა ის წულუკიანის ე.წ. კომისაზე, რაზეც მან განაცხადა, რომ “რუსების შეკვეთით” შექმნილი კომისიის მიმართ უნდობლობა აქვს.

“სრული უნდობლობით ვარ პროკურატურის მიმართ, რომელმაც არ გამოიძია ჩემი აფეთქების საქმე – ჩემი ბომბის ამომდები, უზით ციხეში და მგონი ცდილობენ, რომ იგივე კამერაში მომახვედრონ”- ამბობს თარგამაძე.

კითხვა იყო, რატომ არ მივედი. განვუცხადე, რომ მაქვს უფლება სრული უნდობლობით ვიყო განწყობილი, როგორც ამ კომისიის მიმართ, რომელიც რუსების შეკვეთით არის შექმნილი. რუსი ადამიანის ნანა კაკაბაძის პირადი წერილის საფუძველზე შექმნილი კომისია არის. ასევე ვარ განწყობილი სრული უნდობლობით პროკურატურის მიმართ, რომელმაც დემონსტრაციულად არ გამოიძია ჩემი აფეთქების საქმე, დაფარა ფაქტები. ჩემი ბომბის ამომდები უზით ციხეში და რა ვიცი მე მგონი ცდილობენ, რომ იგივე კამერაში მომახვედრონ, რომ საბოლოო ჯამში გავარკვიო, როგორ იყო და რა იყო ჩემი აფეთქების ამბავი”, – ამბობს გივი თარგამაძე.

ცნობისთვის, “ოცნებას” თარგამაძისგან აინტერესებდა, რა ვითარება იყო ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვისას კუთხით 2003 დან 2012 წლის ჩათვლით და ამ საკითხზეე დაიბარა ის წულუკიანის ე.წ კომისიამ.

banner
წინა სტატიაშიიოზვიაკი: თურქეთი მზადაა, უკრაინაში დამზღვევი ძალის საზღვაო განზომილებაზე იყოს ვალდებული
შემდეგი სტატიაჩხარტიშვილი: 21 ჯარიმა მაქვს, როგორც მე დავთვალე, იმიტომ რომ გუშინ 9 ჯარიმის თაობაზე მაუწყეს ტელეფონით