თანხების არამიზნობრივად ხარჯვა – ძიუდოისტები ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით აქციებს იწყებენ

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 7, 2018 10:19

თანხების არამიზნობრივად ხარჯვა – ძიუდოისტები ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით აქციებს იწყებენ

ძიუდოისტები ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური აქციებს იწყებენ. სპორტსმენები ფედერაციის შენობასთან უკვე იკრიბებიან. ძიუდოისტები ფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვენ. აქცია 12:00 საათისთვის დაიწყება.

თავად დავით ქევხიშვილი კი აცხადებს, რომ ძიუდოისტებთან შეხვედრას აზრი არ აქვს.

„გამოსავალი არის მხოლოდ ერთი, მან უნდა დატოვოს თანამდებობა იმ თანამოაზრეებთან ერთად ვინც თვლის, რომ დავით ქევხიშვილი ყველაფერში მართალია და აბსოლუტურად არაფერში ტყუის და არაფერი ხარვეზი არ ჰქონია,“- ამბობს ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი.

სპორტსმენები საკუთარ პოზიციას გულშემატკივრებთან ერთად დააფიქსირებენ. ძიუდოისტები აცხადებენ, რომ დავით ქევხიშვილი თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს.

„მოვითხოვთ ფედერაციის პრეზიდენტის გადაყენებას და ამისთვის ყველანი დღეს ვიკრიბებით, რათა ვაჩვენოთ საზოგადოებას და ამ ადამიანს, რომ ჩვენ არ ვართ, რაღაც ჯგუფი ვართ საზოგადოება და ჩვენს უკან დგას ხალხი“-ამბობს ძიუდოისტი ადამ ოქრუაშვილი.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 7, 2018 10:19

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,719
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics