“თანხები სხვადასხვა სფეროდან არის წამოღებული, რომ ტარიფებს შორის სხვაობის სუბსიდირება მტკივნეული არ ყოფილიყო”

„გადაწყვეტილება ჯერ საკოორდინაციო საბჭოზე მივიღეთ და შემდეგ ბიუჯეტის პროექტში აისახა. საქართველოს მოქალაქეებს დღესვე უნდა სცოდნოდათ, რომ 300 კვტ-მდე ელექტროენერგია დასუბსიდირებული იქნება. ასევე მოხდება საკვები პროდუქტების სუბსიდირება. წყლის ტარიფიც სუბსიდირებული იქნება სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის. სუბსიდირებას სახელმწიფო ბიუჯეტის შესაძლებლობების მაქსიმალურ ზღვარზე შევეცადეთ. ვიმსჯელეთ, ეს თანხები საიდან უნდა ყოფილიყო გამოყოფილი, მოხდა ბიუჯეტის პროექტის კორექტირება და რომელიმე მსხვილ პროექტს ეს რომ არ შეხებოდა, ფინანსთა სამინისტროს ნამუშევარი ჰქონდა, თანხები სხვადასხვა სფეროდან არის წამოღებული, რომ სუბსიდირება მტკივნეული არ ყოფილიყო“, – აღნიშნა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე: ლარი უფასურდება და შეუძლებელია, ნებისმიერი იმპორტული პროდუქცია არ გაძვირდეს
შემდეგი სტატია“თუ ქართულ ოცნებას აქვს რაიმე წინადადება, არის ამის ფორმატი და იქ უნდა გააჟღეროს ეს”