ზელენსკი: თანხა უკრაინაში იარაღის წარმოებას მოხმარდება და გაყინული რუსული აქტივებიდან ანაზღაურდება; ომის დამწყებმა უნდა გადაიხადოს

დღეს, ჩვენი თანდასწრებით, უკრაინამ და გაერთიანებულმა სამეფომ ხელი მოაწერეს სასესხო შეთანხმებას.

ეს სესხი უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობებს გაზრდის და გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მიღებული შემოსავლებიდან ანაზღაურდება. თანხა უკრაინაში იარაღის წარმოებას მოხმარდება.

ეს არის ნამდვილი სამართალი: ომის დამწყებმა უნდა გადაიხადოს.
მადლობა ხალხს და დიდი ბრიტანეთის მთავრობას ასეთი დიდი მხარდაჭერისთვის ამ ომის დაწყებიდან დღემდე. მოხარულები ვართ, რომ გვყავს ასეთი სტრატეგიული პარტნიორები და ვიზიარებთ ხედვას, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს უსაფრთხო მომავალი ყველასთვის.” წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

banner
წინა სტატიაშიშეწყვეტილი ცხოვრება- გურამ გაბისკირიას დღეს 78 წელი შეუსრულდებოდა
შემდეგი სტატიაემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ევროპისთვის ბირთვული შეკავების საკითხზე დისკუსიების დასაწყებად მზად არის