თანხა შემომთავაზეს, რომ ლევან ხაბეიშვილის ყველა ნაბიჯი ჩამეწერა – ლაშა ცანავა

სუს-ის მიერ დაკავებულმა ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ცანავამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილის თვალთვალისა და ჩაწერის სანაცვლოდ დიდი თანხა შესტავაზეს:

„გასაგებია, რატომაც დამაკავეს, რომ ამიყვანეს მოდულის შენობაში პოლიტიკური თანამდებობის პირი მოვიდა ჩემთან და შემომთავაზა თავისუფლება, დიდი ოდენობით თანხა და ამისთვის ჩემი უახლოესი მეგობრის ლევან ხაბეიშვილის ყველა ნაბიჯი უნდა ჩამეწერა. ლევან ხაბეიშვილზე უნდათ შურისძიება, რადგან მას ხშირად უხსენებია მათი უფროსი ანრი ოხანაშვილიც. უნდოდათ ჩამეწერა, მომესმინა მისთვის , ჩემთვის მეგობრობა და კაცობა უპირველესია“ — განაცხადა ლაშა ცანავამ სასამართლო პროცესზე.

ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრს ლაშა ცანავას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

banner
წინა სტატიაშიდაკავების შემდეგ ლაშა ცანავას სუს-ის უფროსის მოადგილე ხაბეიშვილის “ჩაშვებას” სთხოვდა
შემდეგი სტატიაბათუმში ზღვამ კაცის ცხედარი გამორიყა