“თანამემამულეებს მოვუწოდებთ არ აყვნენ პროვოკაციებს” – აზერბაიჯანის საელჩო

აზერბაიჯანის საელჩოს განცხადება დმანისში მომხდარ ფაქტზე

აზერბაიჯანის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს დმანისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სადაც ის მოუწოდებს მხარეებს თავშეკავებისა და პასუხისმგებლობისკენ.

2021 წლის 16 მაისს აზერბაიჯანის საელჩომ საქართველოში სწრაფი რეაგირება მოახდინა დმანისის ქალაქში აზერბაიჯანელების კუთვნილ მაღაზიაზე ომარი მომხდარ თავდასხმაზე. საელჩოს წარმომადგენლები ადგილზე მივიდნენ, შეისწავლეს სიტუაციას და ადგილობრივი სამართალდამცავ ორგანოებსა და ხელისუფლებას დაუკავშირდნენ. ინციდენტთან მიმართებით, კანონთან შესაბამისი ზომები ტარდება.

აღსანიშნავია, რომ ამ შეთხვევის პოლიტიზირება და მისი დახასიათება, როგორც ეთნიკური ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება, არ შეესაბამება საქართველოსა და აზერბაიკანის სტრატეგიულ პარტნიორობას. საელჩო თავის თანამემამულეებს მოუწოდებს არ აყვნენ პროვოკაციებს, გამოიჩინონ თავშეკავებულობა და პასუხისმგებლობა.

ინციდენტი სამართლებრივ დონეზე უნდა შეფასდეს და დამნაშავეები, ინდივიდუალურად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა დაისაჯონ. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ამ მოვლენასთან დაკავშირებული ყველა შესაძლო უარყოფითი შედეგი, საელჩო მუმდივ კონტაქტზე იქნება საქართველოს შესაბამის ორგანოებთან.

ძვირფასო თანამემამულეებო. თქვენ ყოველთვის იყავით აზერბაიჯან-საქართველოს მეგობრობის ნათელი მაგალითი. საელჩო ყოველთვის მზადა არის დასახმარებლად ამ მნიშვნელოვანი მისიის შესრულებაში და თქვენი სიბრძნისადმი ნდობას გამოხატავს.

დმანისში მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდებიან. ადგილზე მობილიზებულები არიან საპოლიციო ძალები. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანან მოქალაქეები, რომლებიც შეიარაღებული არიან საყოფაცხოვრებო ნივთებით, თოხებით, ბარებითა და ხელკეტებით.

16 მაისს დმანისში ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოხდა. იმ მაღაზიის მეპატრონის ინფორმაციით, რომლის მაღაზიის სათვალთვალო კამერის კადრებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე ახალგაზრდას ლუდის “ნისიად” მიცემაზე უარი უთხრა. მაღაზიის გამყიდველი ამბობს, რომ ახალგაზრდებმა ჯერ მისი მამამთილი სცემეს, რის შემდეგ კი სხვა ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად ხელკეტებითა და ქვებით დაბრუნდნენ.

banner
წინა სტატიაშიREFORMERFITNESS მთავრობას: წარმოიდგინეთ, თითქოს დმანისში ფიტნეს-კლუბი გაქვთ დასალუქი
შემდეგი სტატიათალაკვაძე: გუნდის სურვილია, კალაძის ლიდერობით გავიმარჯვოთ არჩევნებში